1997: 29 იანვარს შეიქმნა საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია თბილისის I საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებულ ზოგადქირურგიული კლინიკის ბაზაზე; 1997: აპრილში ასოციაცია გახდა ტრანსპლანტაციის კოორდინატორთა ევროპული ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი; 1997: 24 სექტემბერს ასოციაციასთან ჩამოყალიბდა ტრანსპლანტაციის ნაციონალური რეგისტრატურა (2000 წელს დაერქვა ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ბანკი) და ეთიკური კომისია. საინფორმაციო ბანკი აერთიანებს 8 რეგისტრატურას: 1. თირკმელგადანერგილთა; 2. გადანერგვის მომლოდინეთა; 3. დიალიზზე მყოფთა; 4. დიალიზის მომლოდინეთა; 5. ცოცხალ ნათესავ დონორთა (შემდგომში დაერქვა "ნათესავ დონორთა გაცვლის რეგისტრატურა"), დონორობაზე თანხმობის; 7. დონორობაზე უარის; 8. არქივი. 1997-98: ასოციაციამ უფასოდ გაანაწილა ნოვარტისის ფინეთის წარმომადგენლობის მიერ ნაჩუქარი 15 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ნეორალი; 1997-99: ასოციაციამ უშუალო მონაწილეობა მიიღო ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონის შექმნაში. იგი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ კანონშემოქმედებით ჯგუფთან (ხელმძღვანელი - პროფ. გურამ კიკნაძე). 1998: ასოციაციამ უფასოდ გაანაწილა ნოვარტისის რუსეთის წარმომადგენლობის მიერ ნაჩუქარი 7 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ნეორალი; 1999: მაისი: ასოციაციის უშუალო მონაწილეობით ჩატარდა ტრანსპლანტოლოგთა I კავკასიური კონფერენცია. მონაწილეობა მიიღეს წარმომადგენლებმა სასომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საბერძნეთიდან, სლოვენიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან. 1999: ასოციაციამ ჩაატარა სახელმწიფო ტენდერი ციკლოსპორინის შესასყიდად. 2000: 23 თებერვალს მიღებული იქნა საქართველოს კანონი ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ. კანონი დაფუძნებულია ინფორმირებულ თანხმობაზე, რომლის თანახმად ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს მხოლოდ გენეტიკური ნათესავი ან მეუღლე. პირველად იქნა დაკანონებული თავის ტვინის სიკვდილი. 2000: შემუშავდა თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმები და დებულება ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის შესახებ, რომელიც დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 2002: შემუშავდა დებულება ჯვარედინი დონორობის შესახებ, დამტკიცდა მინისტრის ბრძანებით, შეტანილი იქნა ცვლილებები პარლამენტის მიერ კანონში ტრანსპლანტაციის შესახებ, რომლის მიხედვით ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს არანათესავი, თუ იგი მონაწილეობს დონორთა გაცვლის პროგრამაში 2002: "ღია საზოგადოება - საქართველოს" დაფინანსებით ასოციაციამ შეიმუშავა სტანდარტები ორგანოთა გადანერგვისა და მისი გართულებების შესახებ. 2002: ივნისის თვეში ჩატარდა სემინარი თავის ტვინის სიკვდილის შესახებ 2002: საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის კანონის ,,ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ" და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 4 სექტემბრის ბრძანების შესაბამისად საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის #18 ბრძანების საფუძველზე 2002 წლის 6 დეკემბერს ქუთაისის შ.პ.ს. ,,კლინიკური პათოლოგიების სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის" ბაზაზე (მისამართი: ქ.ქუთაისი კ.მესხის #5ა) შეიქმნა ტრანსპლანტაციის ბანკი. 2002: 25 დეკემბერს საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ბრძანების საფუძველზე ასოციაციის შემადგენლობაში შეიქმნა “დეტოქსიკაციური განყოფილება”. 2000 წლიდან სახ. ტენდერში გამარჯვების შემდეგ სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა გააფორმა ხელშეკრულება ასოციაციასთან "ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ბანკის ჩამოყალიბების, ორგანოგადანერგილ პაციენტთა და დონორთა მონიტორინგის შესახებ", რაც სრულდება 2005 წლის ჩათვლით. 2002: უფასოდ განაწილდა ჰუმანიტარულად მიღებული 18 240 აშშ დოლარის ღირებულების იმუნოსუპრესიული პრეპარატი ნეორალი. 2003: უფასოდ განაწილდა ჰუმანიტარულად მიღებული 5600 აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტი სელსეპტი. 2004: მოპოვებული იქნა სახელმწიფო ლიცენზია ორგანოთა და ქსოვილთა აღების, შენახვისა და გადანერგის შესახებ; 2005: მაისის თვეში ასოციაციის მიერ თბილისში ევროსაბჭოს ეგიდით ჩატარდა სემინარი სამხრეთ კავკასიაში ტრანსპლანტაციის მდგომარეობისა და ამ სფეროში რეგიონული თანამშრომლობის შესახებ. სექტემბრის თვეში ევროსაბჭოს მიერ შემუშავდა რეკომენდაციები მთავრობის მისამართით. 2005: ამავე წელს, აღიცხვაზე მყოფ პაციენტთა სამედიცინო მონიტორინგის გასაუმჯობესებლად დაიწყო ლაბორატორიული მონიტორინგი (კრეატინინი, შარდოვანა, კალიუმი). 2005: უფასოდ განაწილდა ჰუმანიტარულად მიღებული 8600 აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტი ნეორალი. 2006: Catarda me-2 skola-seminari Temaze "Tavis tvinis sikvdili da transplantacia". Seminari Catarda 2006 wlis 13 dekembers sasumro "metexi-Seraton palasSi" auditoriaSi "lile". seminarze wakiTxuli iqna leqciebi: 2007: 1 dekembers 1 dekembers 1 dekembers unikodis garda Tu daimaxsovrebs
2005 wlis
sainformacio bankis angariSgebis furceli
|