შეგიძლიათ აარჩიოთ ჩვენი პროექტებიდან ერთ-ერთი (ან თუნდაც ყველა) :)) მიმდინარე ეტაპის ძირითადი პროექტებია: 1. ორგანოგადანერგილ პაციენტთა ამბულატორიული მონიტორინგის სისტემის დაფუძნება (58 აშშ დოლარი); 2. დეტოქსიკაციური კლინიკისთვის მეორადი სამედიცინო და ლაბორატორიული აღჭურვილობის შეძენა; 3. ჰემატოლოგიური ანალიზატორის შეძენა (8 800 ევრო); 4. სისხლში ციკლოსპორინის განსაზღვრისათვის ანალიზატორის შეძენა (35 ათასი აშშ დოლარი); 5. ორგანოგადანერგილ პაციენტთა (მოზარდთა) შვეიცარიის ზამთრის ბანაკში 2 პაციენტის გასაგზავნად ბილეთის შეძენა (2006 წლის 5 იანვრამდე) - 1500 აშშ დოლარი; მისაღებია პროექტის ნაწილობრივი დაფინანსება. უფრო დეტალურ ინფორმაციას თითოეულ პროექტთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ მოთხოვნისთანავე.
|