ანატომიური თვალსაზრისით სად ხდება თირკმლის გადანერგვა? თირკმლის გადანერგვა წარმოებს თეძოს ფოსოში, სადაც იგი უერთდება თეძოს სისხლძარღვებსა და შარდის ბუშტს. უმრავლეს შემთხვევაში საკუთარი თირკმლის ამოკვეთა არ არის საჭირო. რა არის საჭირო იმისათვის, რომ განხორციელდეს თირკმლის გადანერგვა? იმისათვის, რომ განხორციელდეს თირკმლის გადანერგვა, საჭიროა დონორისა და რეციპიენტის იმუნოლოგიური შეთავსება, რისი განსაზღვრაც ხდება წინასწარ, ლაბორატო- რიული გამოკვლევების გზით. თავსებადობის ძირითად პარამეტრებს წარმოადგენენ თანხვედრა სისხლის ჯგუფის, ლეიკოციტური ანტიგენებისა და ე.წ. “ჯვარედინი რეაქციის” მიხედვით. წარმოებს თუ არა საქართველოში თირკმლის გადანერგვა და რა ღირს? თირკმლის გადანერგვის ოპერაცია საქართველოში 1995 წლიდან წარმოებს. მისი ღირებულება საქართველოს მოქალაქეთათვის დაახლოებით 12 000 ლარია. მკურნალობის ფასს იხდის საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი. 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით წელიწადში განსაზღვრულია 10 თირკმლის გადანერგვის დაფინანსება. თირკმლის გადანერგვის შემდეგ ესაჭიროება თუ არა პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა? ოპერაციის შემდეგ პაციენტს ენიშნება სპეციალური მედიკამენტები იმუნური შეუ-თავსებლობის დასაძლევად, რომელსაც მიიღებს გადანერგილი ორგანოს ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში. რა მედიკამენტებით უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოგადანერგილ პაციენტებს? 2006 წლისთვის არსებული სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ორგანოგა- დანერგილი პაციენტები მედიკამენტ “ნეორალით” (მუდმივად) და მედიკამენტ “სელსეპტით” (მხოლოდ 6 პოსტოპერაცი-ული თვის განმავლობაში). რამდენ ხანს ფუნქციონირებს გადანერგილი თირკმელი? მსოფლიო სტატისტიკით გადანერგილი თირკმლის ფუნქციონირების მაქსიმალური მაჩვენებელი 20-30 წელია. იმ შემთხვევაში, თუ გადანერგილმა ორგანომ დროთა განმავლობაში დაკარგა ფუნქცია, შესაძლებელია გაკეთდეს განმეორებითი გადანერგვა.
|